|
2016-08-26 18:39:33, 656 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი იყო მართლაც გამორჩეული
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ოლიმპიურ კონიტეტს, სამინისტროს, თითოეულ მწვრთნელს, ექიმს, ოლიმპიელების ოჯახის წევრებს, ვინც გგულშემატკივრობდათ და ძალას გაძლევდათ ამ დიდი გამარჯვებისთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს. პრეზიდენტმა მათ ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გითხრათ ქართველი ხალხის სახელითაც, რადგან საქართველოს ჰიმნის თითოეული ნოტი იყო ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქის აღტაცებული გულის ცემა - ეს თქვენ გააკეთეთ და მადლობა თქვენ ამისთვის“,-აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, "ჩვენ ვაგრძელებთ შეჯიბრებებს, ვაგრძელებთ მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, რომ ქართული გენი, ქართულო უნარი, ჟინი და ძალა არ არის მხოლოდ დამოკიდებული იმაზე, ვიყოთ ყველაზე დიდი და მასშტაბური ქვეყანა". „მე ვიყავი თქვენთან ერთად რიოში, შემდგომ აქედანაც გგულშემატკივრობდით და ვიცი, რა დიდი პასუხისნგებლობა იყო თქვენზე. ჩვენი გუნდი იყო მართლაც გამორჩეული. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე იყო წარმოდგენილი საოცარი ქართული დუეტი დედა-შვილის სახით, რომლებიც ასპარეზობდნენ. ეს განსაკუთრებულ სილამაზეს მატევდა ჩვენს გუნდს. მე თქვენთან ერთად ვარ, თქვენთად ერთად მიხარია და თქვენთან ერთად განვიცდი მოგებებს, თუ წაგებას“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტამ დღეს საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორებს ღირსების ორდენი გადასცა. ამ დიდი გამარჯვებისთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)