|
2016-08-26 15:05:53, 685 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე: სამარცხვინოა, რომ საერთოდ ისმება კითხვა, უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს
დედამიწაზე არ ვიცი სხვა სახელმწიფო,სადაც პოლიტიკოსები სერიოზულად ილაპარაკებენ, რომ სახელმწიფოს, რომელიც არის ბირთვული სახელმწიფო, არის შენი მეზობელი და, რომლის ჯარებიც განლაგებულია შენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ, უნდა ესაუბრო, თუ არ უნდა ესაუბრო; , ამაზე სერიოზულ ხალხში კითხვა არ ისმება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. ნინო ბურჯანაძემ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების თემაზე ისაუბრა. მისივე აზრით, სამარცხვინოა, რომ საერთოდ ისმება კითხვა, უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს. „ჩვენ რომ გვესაუბრა, ფართომასშტაბიანი დიალოგი დაგვეწყო რუსეთთან, ჯერ ერთი, დარწმუბული ვარ, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, მათ შორის არ იქნებოდა არც აღიარება. გარდა ამისა, ბოლო წლები რომ გამოყენებულიყო ეფექტურად, ჩვენ რამდენიმე ნაბიჯს მაინც წინ გადავდგამდით აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების კუთხით. მინდა, კითხვა დავუსვა ხელისფლებას, ოთხი წელი გადის, რა გააკეთა ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ ტუვალუმ უკან წაიღო აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარება, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც წინ გადაედგა ამ პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)