|
2016-08-26 13:29:55, 863 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი: დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა
ხანდახან მეჩვენება, რომ "ცისფერი მთები" ელდარ შენგელაიამ დავით ნარმანიაზე და თბილისის მერიაზე გადაიღო, შაბიამნის პარტიაში არიან, კაციშვილმა არ იცის რა ფუნქცია აქვთ, რისთვის არიან, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისს მერია დღეს არსებობს ფურცელზე და საბუღალტროაღრიცხვაში. „მე დღეს ნარმანიასთან კითხვები არ მაქვს. მაქვს ერთადერთი რჩევა, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღოს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ქალაქს სცეს პატივი და წავიდეს. აღიარება არის ყველაზე დიდი ვაჟკაცობა. ნარმანიას გუშინელი ბოდიში იყო მისაღები და დასაფასებელი საქციელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ მესამედი საქმე. მეორე მხარეც აქვს ამას, რაც უფრო გააჯანჯლებსნარმანია ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო სამარეს გაუთხრის „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. მისივე თქმით, დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა. "ნარმანია დგას დიდი ნიჩბით და ამ წინასაარჩევნო პერიოდში საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“. პარტიის ყველა მაჟორიტარი წააგებს ნარმანიას გადამკიდე“, - განაცხადა ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)