|
2016-08-26 13:09:56, 641 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, კანდიდატმა ქუტირის, გვაზაურის, გოჩა ჯიხაიშისა და პატარა ჯიხაიშის მოსახლეობასთან "ქართული ოცნების" უკვე შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა პასუხი იმ კითხვებზეც მიიღეს, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება ხვნა-თესვის პროგრამაზე გაამახვილა, მათი სურვილია სახელმწიფომ პროექტი არ შეაჩეროს და აღნიშნული სერვისით მომავალშიც ისარგებლონ. „ოთხი წლის მანძილზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული: სასოფლო სამეურნეო პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო სახელმძღვანელოები, ეს ის პროგრამებია, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს, ყველა პროექტი რომელიც ხალხის სასიკეთოდაა შექმნილი გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)