|
2016-08-26 13:01:57, 1221 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტს და ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდა
უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კკვირიკაშვილისა და „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ, მი ენჰუასთან და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. გიორგი კვირიკაშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო გააცნო და განაცხადა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს - თავისუფალ და ღია ეკონომიკას. შეხვედრაზე ყურადღება ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე გახვილდა და ხაზი ბოლო პერიოდში ჩინეთში ქართული ღვინის ზრდის დინამიკას გაესვა. საუბარი ასევე საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას და ვიზიტორთა რიცხვის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებლებს შეეხო. მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც მათი თქმით, იძლევა დიდ შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)