02:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 12:45:29, 700 ნახვა

საზოგადოება
თერჯოლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დღეს, 26 აგვისტოს, ელექტროგადამცემ ხაზზე სათაფლია და ქ/ს ზუგდიდი 220-ში, მიმდინარე სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების გამო, 13:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი გოდოგანის 505 აბონენტს, ხოლო 17:00-დან 19:00 საათამდე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუხის და აბასთუმანის 1439 აბონენტს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. აღნიშნული შეფერხების გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics