|
2016-08-26 12:42:51, 828 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ქვარაია დღეს სოფელ ძველი აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია დღეს სოფელ ძველი აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურმა აცნობა, შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. "მე დღეიდან ოფიციალურად დავიწყე წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი შეხვედრა ჩაგვეტარებინა ძველი აბასთუმნისა და ხეცერის თემში, რადგანაც მივიჩნევ, რომ სოფლის მოსახლეობას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა. მე ვიცი თუ რა პრობლემებია ამ თემში და მათი მოგვარების კონკრეტული გეგმა მაქვს. დღეს აქ ვნახე ერთსულოვანი მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, ამ ერთსულოვნებით მივაღწევთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. გამარჯვებას, რომელიც არის საწინდარი როგორც ამ თემის, ასევე ჩვენი ქალაქის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის",-განაცხადა დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)