|
2016-08-26 12:29:09, 1133 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით გარემოს შესწავლის მიზნით, ინდოეთის დელეგაცია ჩამოვიდა
საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ანობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ინდოელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა დაათვალიერებინეს და ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდი გააცნეს. ინდოეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის მხარე მზადაა საქართველოსთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ითანამშრომლოს. ინდოელი სტუმრები განსაკუთრებით საქართველოში ჩაის კულტურის კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინდოეთს ჩაის წარმოების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინდური ჩაის ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)