|
2016-08-26 11:24:52, 820 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: კოალიციის დაშლის მიზეზი ლევან მამალაძის ფაქტორი გახდა
პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კოალიცია, რომელშიც მისი პარტიის გარდა „სახალხო ხელისუფლება“ და „ჩვენი სამშობლო“ იყვნენ გაერთიანებული დაიშალა. თამაზ მეჭაურის განცხადებით, ამის მიზეზი ლევან მამალაძე გახდა, რომელიც კოალიციაში შემავალ ორივე პარტიას თავად მართავდა. „ჩვენი კოალიცია დაიშალა. ჩვენ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტის „სახალხო ხელისუფლების“ უკან ლევან მამალაძე დგას. თუმცა, იურიდიულად ეს არ დასტურდებოდა. თუმცა, ფაქტიურად, გუშინ, საკმაოდ სარწმუნო წყაროებიდან დადასტურდა, რომ მამალაძე არა თუ უკან დგას, არამედ „სახალხო ხელისუფლებას“ სწორედ მამალაძე მართავს. გარდა ამისა, ჩენს კოალიციაში შემავალი მეორე პოლიტიკური პარტია „ჩვენი სამშობლოც“ ჩვენთან მამალაძის ინიციატივით გაერთიანდა. ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია. მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყნის გარედან იმართებოდეს, რომელი ქვეყანაც არ უდა იყოს ის. მამალაძისგან მართული პარტიები არ მოგვცემდა იმის გარანტიას, რომ ისინი ქართულ ინტერესებს გაატარებდნენ. გარდა ამისა, ლევან მამალაძე ძებნილია. ეს ყოველივე ჩვენი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა. ჩვენ რთული გზა ავირჩიეთ, უარი ვთქვით დაფინანსებაზე და არც გამოგვიყენებია მათი ფინანსები. ჩვენ გვირჩევნია თავად ვმართოთ პროცესები და ვითანამშრომლოთ რუსეთთან და ასევე, სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)