|
2016-08-25 21:17:05, 623 ნახვა
საზოგადოება
„მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „პარტიზანული მებაღეობის“ მიერ კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში“
ქალაქ თბილისის მერია მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსებასთან დაკავშირებით „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების განცხადებას ეხმაურება. "გვინდა განვაცხადოთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელებისა და ავტომაგისტრალების ბლოკირება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ დაგეგმილი აქციის მსვლელობისას არ უნდა იქნას ბლოკირებული ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ-გასასვლელი, ასევე შენობის წინ არსებული ტროტუარი და საავტომობილო გზა, რათა არ შეფერხდეს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა. შესაბამისად, თბილისის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)