|
2016-08-25 16:30:31, 1432 ნახვა
სამართალი
სადახლოზე არადეკლარირებული პარფიუმერული ნაწარმი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ’’სადახლო-საავტომობილო’’, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ძრავის განყოფილებაში და სავარძლების ქვეშ არადეკლარირებული პარფიუმერული ნაწარმი (28 კგ) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,709 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4,709 ლარის ოდენობით შეეფარდა. აღნიშნული საქონელი ნიშანდებულია “MARY KAY“-ის სასაქონლო ნიშნით, რომელიც სავარაუდოდ, წარმოებულია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)