|
2015-03-10 09:35:36, 471 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა რატიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ფრანგულმა მხარემ ქართველ სტუმრებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო. „ვისაუბრეთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში გვექნება პროდუქტიული და წარმატებული ურთიერთობები, ვინაიდან ფრანგული მხარის თქმით, მათ აქვთ ძალიან დიდი ინტერესი, რათა ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო ეფექტური. ასევე, განვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები“, - განაცხადა გოჩა რატიანმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს გენერალურ მდივან, ლუის გოტიესაც შეხვდნენ, სადაც მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. „საფრანგეთის ომის უმაღლესი სკოლის“ რექტორთან, გენერალ იუბერ დე რევიე დე მონისთან შეხვედრაზე საუბარი სამხედრო განათლების კუთხით პარტნიორობას შეეხო. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. „საფრანგეთის ომის უმაღლესი სკოლის“ ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვეს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)