|
2016-08-25 16:06:18, 712 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრის მიწვევით რიგაში გაემგზავრა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა. კახა კახიშვილი რიგას ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის მიწვევით სტუმრობს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ასპექტებსა და ევროპულ სტადრატებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ, მათ შორის ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის გაღრმავებაზე პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში. განიხილავენ პენიტენციური ინფრასტრუქტურის განახლების და მშენებლობის, ციხეების ეფექტიანი მართვისა და არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების პრაქტიკის განვითარების საკითხებს, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებსა და მათ მნიშვნელობას. კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, რიგის პრობაციის ბიუროსაც ეწვევა, ასევე, ოლაინეს ციხეს დაათვალიერებს. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)