|
2016-08-25 15:44:35, 696 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი: ჩვენმა ბიჭებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს
25 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები დაბრუნდნენ. ოლიმპიელებს აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს სპორტის განვითარება სწორ გზაზე დგას და მომავალში ქართველი სპორტსმენების მიღწევები კიდევ უფრო გაიზრდება. "ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ბიჭებმა და ეს მართლაც თავდაუზოგავი შრომის, ვარჯიშის შედეგი იყო. არც ერთი მათგანი თავისთვის არ იბრძოდა. იბრძოდნენ იმისთვის, რომ მათ უკან ქვეყანა იდგა. ჩვენ ძალიან დიდი ოლიმპიური ტრადიციების ქვეყანა ვართ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც. დარწმუნებული ვარ, იმდენად სწორ გზაზე დგას დღეს სპორტის განვითარება, რომ მომავალში ეს მიღწევები კიდევ უფრო გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებს გავუსწარით და მათზე მეტი მედალი გვაქვს, რაღაცნაირად გულდაწყვეტილებიც ვართ იმიტომ, რომ უფრო მეტის იმედი გვქონდა და უფრო მეტი შესაძლებლობა. წარმატება არის უდიდესი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ბიჭები კიდევ უფრო ბევრს მიაღწევენ",- აღნიშნა სოზარ სუბარმა. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)