|
2016-08-25 15:36:58, 696 ნახვა
პოლიტიკა
გორის გამგებელი: ჩილინდრიშვილებს მოსავლის ასაღებად ხუთსაათიანი ვადა მისცეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, სოფელ სობისში მცხოვრებ ჩილინდრიშვილს ოჯახის მოსავლის ასაღებად 5-საათიანი ვადა მისცეს. „ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, ჩილინდრიშვილების ოჯახს მოსავლის ასაღებად 5-საათიანი ვადა მისცეს. ეს დრო სავსებით საკმარისია, რომ ოჯახმა მოსავალი აიღოს და დააბინაოს. მომავალში რა იქნება, ამის შესახებ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხოლოდ მოსავლის დაბინავებაზე მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს ონიაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ შეიარაღებულმა პირებმა გორის რაიონ სოფელ სობისის მკვიდრის შალვა ჩილინდარაშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის ნაწილი აიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)