|
2016-08-25 10:31:43, 732 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები ოლიმპიური თამაშებიდან დღეს გამთენიისას, 03:25 საათზე დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიელების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები იმყოფებოდნენ. როგორც ჟურნალისტებს ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ განუცხადა, მართლია, ვერც ერთი სინჯის მედალი ვერ აიღო, მაგრამ მისთვის პირველი ოლიმპიადა იყო და სამომავლოდ უკეთეს შედეგებს ელოდება. "სასიხარულო იყო პრემიერის ინიცატივაც, რომ ნიჩბოსნობას ხელი უნდა შევუწყოთ. აუცილებელია ბაზების აშენება, ახალგაზრდების დაინტერესება და შედეგიც მოვა", - აღნიშნა ნადირაძემ. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნავი და ნიჩაბი არ აქვს. "ეს ვის რაში დაჭირდა, არ ვიცი, წარმოგიდგენიათ ფეხბურთელი ბუცების გარეშე?",-აღნიშნა ზაზა ნადირაძემ. ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის თქმით კი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უფრო აცნობიერებს, რომ გაიმარჯვა. "ახლა, როცა ქვეყანაში დავბრუნდით, მივხვდით, რა გაგვიკეთებია, მივხვდით, რომ ძალიან დიდი სიამოვმება მივანიჭეთ ყველას. მიხარია, რომ ჩემ ასაკში მოვახერხე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე, ვშრომობდი და დამიფასდა. ორმაგად სასიხარულო იყო, როცა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა და აწეული სამი დროშიდან, ორი საქართველოსი იყო. მადლობა ირაკლი თურმანიძეს",-აღნიშნა ლაშა ტალახაძემ. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლისმედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)