|
2015-03-09 18:15:05, 579 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას დათანხმდა
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან მიმართებაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას დათანხმდა. ამის შესახებ ჩიქოვანმა "თავისუფალ დემოკრატებსა" და პრეზიდენტს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, რიგგარეშე სხდომა პროცედურების დაცვით მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიმართება. ამასთან, ჩიქოვანის თქმით, გაიზიარეს პრეზიდენტის პოზიცია, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყვნენ მოწვეული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეკონომიკური გუნდის მინისტრები. "ვართ მოხარულები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაგვეთანხმა, რომ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისთან მიმართებაში უნდა შედგეს რიგგარეშე სხდომა. ჩვენ გავიზიარეთ პრეზიდენტის პოზიცია, რომ ამ სხოდმაზე აუცილებლად უნდა იყოს მოწვეული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეკონომიკური გუნდის მინისტრები. ამ საკითხს ჩვენ დავაყენებთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და ვეცდებით ყველანაირად, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული იმისათვის, რომ შედგეს შედეგიანი და შინაარსიანი საუბარი იმისა, თუ რა ელის ჩვენს ქვეყანას სავალუტო თვალსაზრისით. ეს სხდომა გაიმართება რეგლამენტის და პროცედურების დაცვით და რიგგარეშე სხდომა იქნება ამ კვირის განამვლობაში",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)