|
2016-08-24 14:57:19, 750 ნახვა
საზოგადოება
ა/ო „პოზიცია“ არჩევნებზე სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თბილისის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად წარსდგენენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თბილისის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილი. როგორც „პოზიციას” აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესებში შესაბამისი გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტუდენტების არჩევნებზე დამკვირვებლების რანგში ჩართულობა ორმხრივად სასარგებლო იქნება. პირველ რიგში, ამით, თავად საარჩევნო პროცესში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ დიდ გამოცდილებას, რაც მათ სამომავლოდ გამოადგებათ და მეორე მხრივ, ეს უფრო მეტად ბიძგის მიმცემი იქნება ზოგადად ახალგაზრდა თაობისთვის, მონაწილეობა მიიღონ 8 ოქტომბრის არჩევნებში და დააფიქსირონ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანია იმ მხრივ, რომ თითქმის ყველა ტიპის პოლიტიკურ პარტიას აქვს მასში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატული და შესაბამისად, არჩევანის გაკეთების გაცილებით მეტი საშუალება არსებობს”, – აცხადებს გურამ ადამაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებისათვის სტუდენტებს მოუწოდებს მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე გააგზავნონ თავიანთი მოკლე ავტობიოგრაფიები ორგანიზაციის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@position.ge, რის შემდეგაც მათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ უფასო ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ იმის შესახებ, თუ რა უფლებებით სარგებლობა შეეძლებათ მათ საარჩევნო უბნებზე, როგორ უნდა მოიქცნენ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში და სხვა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)