|
2016-08-24 13:43:38, 673 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: GFK-ს კვლევებს არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობა“ პროტესტისთვის გამოიყენებს
„რუსთავი 2“-ის მიერ განხორციელებულ კვლევებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ეს თემა დახურულია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული-ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადეს. ვოლსკის თქმით, ამ კვლევის ანალიზი არის იმ ტყუილის ტირაჟირება, რასაც „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევიან. "სამომავლოდ რომ დავუკვირდეთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაუვალი დამარცხების შემდეგ, მსგავსი კვლევებით, დაიწყება რჩევნების გაპროტესტება. ეს ყველაფერი თვალსაჩინოა და აქ ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის შედეგად, პარტიულ რეიტინგში "ქართულ ოცნებას" 35.9 % აქვს, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა-34.2%, სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე 9.8%, ლეიბორისტული პარტია 5.4%, თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია 4.5%, პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.4 %, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 2.2%, რესპუბლიკური პარტია 0.7 %, პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5%, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე 0.5%.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)