|
2016-08-24 13:22:16, 1185 ნახვა
ეკონომიკა
მაია მელიქიძე თურქ ბიზნესმენებსა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე თურქეთის ბიზნესსაბჭოს, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციისა დათურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ეკონომიკურიმდგომარეობა და თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრსას თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია დამთავრობის აქტიური მცდელობით და ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, მსგავსი შოკის მიმართ ქვეყნის ეკონომიკა რეზისტენტული აღმოჩნდა. აღინიშნა, რომ ცვლილებები არ შეხებია თურქეთის საგარეო პოლიტიკასაც. ქვეყანა კვლავ განაგრძობს დასავლეთთან აქტიურ პარტნიორულ ურთიერთობას დასაქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთის მხარემ მადლიერება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ თურქეთში სამხედრო გადატრიალებისმცდელობისას მის მიერ გამოხატული მყისიერი მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)