|
2016-08-23 22:00:02, 701 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მოინახულა. ნაპირსამაგრი და ფერდსამაგრი სამუშაოები, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და წყალშემკრები ავზის მშენებლობა - მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურილი პროექტები ხორციელდება. დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის რაიონის ბიუჯეტიდან 1 737 800 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, ამ დროისთვის 1 200 მეტრზე დამცავი კედლების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფირმა ,,ზიმო 7" ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი კადრებიც. სამუშაოები პროექტის თანახმად გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 30%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. პროექტი მომავალ წელს დასრულდება. პროექტის შედეგიანობა 28 ივნისს განვითარებულმა სტიქიამ უკვე ნათლად აჩვენა. მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მოწყობილმა დამცავმა კედელმა საფრთხე აარიდა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წყალუხვობის დროს ხშირად იტბორებოდა. დღესვე აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ხარაულაში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. ბოლო სამი წელია სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ქედის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის ავზები, მაგისტრალები, საქლორატოროები მოეწყო. აქაურ მოსახლებას სასმელი წყლის დეფიციტი განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 17 კილომეტრიანი მაგისტრალის და 300 ტონიანი სარეზერვო ავზის მშენებლობა მიმდინარე წელს მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 868 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. სამშენებლო სამუშაოებში 70-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სისტემა მთელი დატვირთვით ახლო პერიოდში ამოქმედდება და ადგილოლბრივებს სასმელი წყლის პრობლემა სამუდამოდ მოეხსნებათ. დღესვე ზურაბ პატარაძე ხარაულას საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 36 000 ლარია. სკოლაში 88 მოსწავლე ირიცხება. სკოლაში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დანდალო-ხარაულას მიმართულებით 3 500 მ საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოები მოინახულა. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი პირველად იგება. აღნიშნული გზით ქედის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ ხარაულაში მცხოვრები 213 ოჯახის გარდა სოფელ ჯალაბაშვილების 112 ოჯახიც სარგებლობს. უმნიშვნელოვანესი პროექტი აჭარის ა. რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, მისი ღირებულება კი 1 018 147 ლარია. მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი იყო სულ 15 920 მეტრი გზის მოასფალტება, აქედან 10 920 უკვე დასრულებულია, დარჩენილია 5000 მეტრი გზის მონაკვეთი მახუნცეთი-ზუნდაგა და ცხემნა-ორცვას მიმართულებით.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)