|
2016-08-23 17:23:34, 1046 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. გრიგოლ ლილუაშვილი ხონსა და ვანში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე ისაუბრეს, რომელიც ხე-ტყის დამუშავებასა და რეალიზაციას ართულებს. შეხვედრის ბოლოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად ვანში მდინარე რიონის სანაპირო დაათვალიერეს, რომლის კალაპოტიც ინერტული მასალის მოპოვების შედეგად შეიცვალა და სოფლის სამეურნეო მიწებს იტაცებს. საკითხთან დაკავშირებით დაისახა გეგმები, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება. „ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას არა ერთი კანონი იქნა მიღებული რომლის საშუალებითაც ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარების მხრივ მკვეთრად გაუმჯობესდა სიტუაცია, მანდატის მოპოვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოგვარდეს ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც მცირე მეწარმეობის განვითარებას აბრკოლებს."-განაცხადა ვანისა და ხონის დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ხონსა და ვანში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე პაატა ბატიაშვილი ესწრებოდა. დღესვე გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ სალხინოს მე-14-ე და 30-ე სარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივებმა კანდიდატთან იმ საკითხებზე ისაუბრეს,რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. "მოქმედმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა, გაიცა რამდენიმე მილიონი ლარის აგრო სესხები რაც სოფლის მეურნეობაზე სამომავლოდ დადებითად აისახება, ასე გაგრძელდება მანამ ვიდერე სოფელი არ გახდება ძლიერი და სოფლის მეურნეობა არ იქნება მომგებიანი მოსახლეობისთვის."-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ სალხინოში მე-14-ე და 30-ე საარჩევნო უბნებში გამართულ შეხვედრაზე. (NS)
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)