|
2015-03-09 16:40:33, 604 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა . შეხვედრაზე პაპუნა უგრეხელიძემ უცხოელ სპეციალისტებს ქვეყანაში არსებული საკადასტრო მდგომარეობის, უძრავი ქონების ბაზრის, სარეგისტრაციო პროცედურების, მონაცემთა სიზუსტის, აქტებისა და მიწის რეგისტრაციის რუკაზე ასახვის, მიწის ნაკვეთებისა და საკუთრების უფლებების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისიის წარმომადგენლები მიწის ადმინისტრირების პროცესში GIS-ის როლისა და უძრავი ქონების მფლობელობის შესახებ სტატისტიკითაც დაინტერესდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მფლობელობის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, აღსრულებასთან მიმართებაში მისაღები ზომები, სახელმწიფო და კერძო საკუთრება, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ინვენტარის საერთო ღირებულების შესახებ მონაცემები და ფისკალური კადასტრის საიმედოობაც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)