|
2016-08-22 15:50:00, 751 ნახვა
საზოგადოება
წყალსადენის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ბორია ფირცხელიანთან ერთად ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქუჩაზე 2800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი იგება და 1200 მ. სიგრძეზე ბორდიურები ეწყობა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. მისი ღირებულება 165 000 ლარია. გარდა ამისა, დაგეგმილია წყალსადენის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს. წყალსადენის ქუჩაზე, გასულ წელს, თანამედროვე ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანიც მოეწყო. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ობიექტზე გარე განათების 14 ბოძის დამონტაჟებაც. (NS)
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)