|
2016-08-22 15:07:52, 643 ნახვა
პოლიტიკა
2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ქცევის კოდექსს მოეწერა ხელი
საარჩევნო ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მინზად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას. კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. თამარ ჟვანიას ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, კოდექსის შემუშავების მიზნით, 30 ივნისს შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ცესკო-სა და სწავლების ცენტრის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისად ა დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სამოქალაქო მოძრაობა -მრავალეროვანი საქართველოს, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს ცესკო-ს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ პროფესიული და ეთნიკური ნორმების დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. თამარ ჟვანიამ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კოდექსზე მუშაობის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას, იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)