|
2016-08-20 18:57:56, 800 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიაში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 2 დაპირისპირება მოხდა
სამტრედიაში, პოლიციის განყოფილებასთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციაზე, სადაც სამტრედიაში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და აღნიშნეს, რომ ძალადობრივი სისიტემა სწორედ მათი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა. პოლიციის შენობასთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც. როგორც გარდაცვლილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი თვითმკვლელობაში დამნაშვე პოლიციელის უკმაცრესად დასჯას ითხოვენ. ამასთან, კიდევ ერთი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიცის მანქანებისთვის საღებავების შესხმა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)