|
2016-08-20 18:48:45, 747 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ "ენმ"-ს ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლეობა. "300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემაც. ეს საქმეები დაწყებულია დიდი ხნის წინ და ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა ამ წნეხის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქვეყნის მოახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას. მე მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და ანთებულია, რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა გორში", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს. "მე, მაგალითად, მათ ადგილას, შემრცხვებოდა საკუთარ სიაში იმ გვარების ხილვა, რომლებიც მათ აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ წინ დაუდებენ ბიულეტენებს, რომელშიც ძალიან ბევრი სამარცხვინო გვარი იქნება. არ მინდოდა ამ კონტექსტში პასუხის გაცემა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი გვაიძულებენ, ამ კონტექსტში გადავიდეთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)