|
2016-08-20 17:46:30, 664 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა პოლონელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიაში, მწვერვალ შხარაზე პოლონელ ტურისტებს დახმარება დროულად აღმოუჩინეს. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება ესაჭიროებოდა. ერთ-ერთი ტურისტი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი მოტეხილობების გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ქვეყანყოფილების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. ტურისტების დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით ამავე სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც გაემგზავრა. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა რთულ რელიეფურ პირობებში 3000 მეტრი სიმაღლიდან დაზარალებულის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინეს. დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)