23:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 00:40:13, 1580 ნახვა

საზოგადოება
მეორე ოქრო საქართველოს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია.

რიოს ოლიმპიადის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი - მეექვსე მედალი.

საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ხოლო ბრინჯაოს მედლები - ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დღევანდელ შეჯიბრში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო. პირველ ორთაბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics