|
2016-08-19 14:01:08, 1580 ნახვა
სამართალი
თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ორბი ჯგუფის მიერ ხეების უკანონოდ მოჭრის საკითხზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი გულიხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა, ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ისჯება. შეგახსენებთ , რომ "პარტიზანული მებაღეობის" წევრი ნატა ფერაძე მესამე დღეა შიმშილობს, მერიის ეკოლოგიისა და გამწვნების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენების მოთხოვნით. "პარტიზანული მებაღეობა" აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად 19 აგვისტოს 19 საათზე თბილისის მერიასთან აქციას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)