|
2016-08-19 13:52:39, 777 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე მე-17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მე-17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად დაათვალიერა. მათთან ერთად აგრეთვე იმყოფებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი და მთავრობის სხვა წევრები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთბელი სამუშაოები. კერძოდ, რემონტდება საკლასო ოთახები. გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები. ახალი სასწავლო წლისათვის სკოლა აღიჭურვება ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს" პატრიოტი". სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 850 729 ლარს შეადგენს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 19 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. (მათ შორის 5-მშენებლობა, 14-რეაბილიტაცია). პროგრამის საერთო ბიუჯეტია 5 650 000 ლარი.https://www.youtube.com/watch?v=6mp225ogTew (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)