|
2016-08-18 10:38:10, 1229 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
დღეს, 15 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქართულ-თურქული ბიზეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის- ნინო ჩიქოვანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება, რომელიც ასევე ღონისძიების მოდერატორი იქნება. შემდეგ კი ბიზნეს-სექტორს სიტყვით საქართველოსა და თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები - ოთარ დანელია და ფარუკ სელიკი მიმართავენ. მისასალმებელი განცხადებების შემდეგ ღონისძიება სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგადი მიმოხილვით გაგრძელდება. პრეზენტაციების ფორმატში მხარეები ერთმანეთს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოლეგებს ამ კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. შეჯამებისთვის კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - გიორგი ვეკუა შეკრებილი ბიზნეს-სექტორისთვის ქვეყნის ეკონომიკის ზოგად მიმოხილვას წარადგენს. პრეზენტაციების შემდეგ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბიზნესისთვის. ღონისძიებას 100-მდე ქართული და თურქული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)