|
2016-08-17 22:19:35, 848 ნახვა
საზოგადოება
ზღვაში დაკარგული 2 ქართველი სამხედრო, ამ დრომდე ვერ იპოვეს - მათი ძებნის პროცესი შეწყდა
შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედროს, გიორგი ნანიტაშვილისა და იაგო შარაძის, ძებნის პროცესი შეწყდა. სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი დაბალი ხილვადობაა. სამაშველო ღონისძიებები დილის 7 საათიდან განახლდება. დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის უწყებას დაუდევრობაში ადანაშაულებენ, რადგან წვრთნების დროს აჭარის სანაპიროზე შტორმი იყო. თავდაცვის მინისტრმა გონიოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და დამნაშავეების ან დამნაშავის არსებობის შემთხვევაში სასჯელის ზომაც განისაზღვრება. სამხედრო პოლიციაში ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ქართველ სპეციალისტებს ამერიკელი სამხედროები და თურქი სპეციალისტები ეხმარებიან. დღეს ადგილზე საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო ძებნის ოპერაციას. ცნობისთვის, 24 საათზე მეტია, რაც შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედრო დაიკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)