|
2016-08-17 18:40:03, 775 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
17 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 10-დან 15 წლამდე ასაკის სოლისტებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სპეციალურად საბავშვო ევროვიზიისათვის შექმნილი ახალი სიმღერა, ავტობიოგრაფია და ფოტო. განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, მისამართი - კოსტავას ქ. #68. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110; ეწვიეთ ვებგვერდს junior.eurovision-georgia.ge. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, მალტაში. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ „ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი „ქენდი" გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)