|
2016-08-17 17:02:04, 721 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის პარტია ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმაც დატოვეს
პაატა ბურჭულაძის პარტია ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმაც დატოვეს. როგორც პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიგა ფარტენაძემ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, მოძრაობა ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას. „აჭარის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში. ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობიდან. ჩვენ, რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, მივისწრაფით აქ არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისკენ. მოძრაობა მიგვაჩნდა სწორედ მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცეტრირება. ვერ მოახერხა რეგიონის მოსახლეობასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური განათლების შედეგია. ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვდასხვა პოლიტიკურ ძალებთან ალიანსის შესახებ. უყრადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც 3 თვეა, მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როდესაც იკვეთება პარტიული ელიტის ძვირად ღირებული კერძო ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოძრაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივ საქმიანობის გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნულია ახალგაზრდული ფრთის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის ყოფილმა უფროსმა იოსებ ხიმშიაშვილმა და მისი გუნდის 25-მა წევრმაც დატოვა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მათ დაასახელეს, რომ პარტია აწარმოებს კონსულტაციებს ”ახალ საქართველოსთან”, ”გირჩთან” და ”ნაციონალურ მოძრაობასთან”.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)