22:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 15:52:36, 773 ნახვა

საზოგადოება
ნატა ფერაძე მერიასთან უვადო შიმშილობას იწყებს

"პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე მერიასთან უვადო შიმშილობას იწყებს.

შიმშილობის მიზეზად ქალაქში არსებულ ეკოლოგიური  მდგომარეობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პავლოვის 24 ნომერში ჯანსაღი ხეების გაჩეხვას ასახელებს.

 "მერიასთად დავიწყე  უვადო შიმშილობა, მოვითხოვ, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყველა თანამშრომლის  გადაყენებისა და მათ პასუხისგებაში მიცემას. ჯერ არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა. ახლაც მერიის კიბეებზე ვართ და მოუწევთ პასუხის გაცემა .-განაცხადა ნატა ფერაძემ "ექსპრესნიუსთან " საუბრისას.

მისი თქმით, პავლოვის 24 ნომერში ჯანსაღი ხეები იჭრებოდა და ამის შესახებ მერიაში  არც იცოდნენ.

"როგორც ყოველთვის, მერია ყველაფერს კონტრაქტორ კომპანიას აბრალებს.  ამბობენ არ ვიცოდით კონტრაქტორმა,  რომ მოჭრა და დაისჯებაო. უკვე ეს გადაბრალებების პოლიტიკა ჩიხში შევიდა და. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უნდა იყოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული. აუცილებლად უნდა შეიცვალოს რამდენიმე კანონი და გაცილებით მკაცრი რეაგირება უნდა  მოჰყვეს ანალოგიურ ქმედებას. "-დასძინა ფერაძემ

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics