|
2016-08-17 15:45:04, 745 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი „ცენტრისტებზე“: არარსებულ მხარესთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავა აზრს კარგავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პარტია „ცენტრისტების“ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ მიმართავს. ვოლსკის განცხადებით, „ცენტრისტები“ იურიდიულად , პრქტიკულად“ არარსებული პარტიაა და არაარსებულ მხარესთან დავა აზრს მოკლებულია. „პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო სუბიექტს აღარ წარმოადგენს. სერიოზული პროცედურული დარღვევების გამო, პარტია საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებელი არ არის. „ცენტრისტებს“, ფაქტიურად, ოფიციალური წარმომადგენელი არ ყავთ და პარტია, პრაქტიკულად, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არარსებულ მხარესთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავა აზრს კარგავს. ეს ჩვენი იურისტების პოზიციაა. ვიღაცები ეცდებიან, რომ ამ საქმიდან პოლიტიკური დივიდენდები მიიღონდა და გამოგონილ საფრთხესთან ბრძოლაში პოლიტიკური აზრი დააფიქსირონ. „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია არ მქონია. ზოგადად, ეს თემა ჰაერიდან მოტანილი მგონია. ადამიანი, რომელიც პუტინის სურათით დაიარება და ამბობს, რომ მხოლოდ ივანიშვილისა და პატრიარქის აზრს გაითვალისწინებს, ვისი პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს ეს ყოველივე? ზოგიერთს ევროატალნტიკური მისწრაფებების მქონე პოლიტიკური სუბიექტის ნიშის დაკავება სურს მაშინ, როდესაც ეს ვაკუუმი შევსებულია. ჩვენ, პრაქტიკულად, ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ და ნატო-თან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნება“ „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას გეგმავდა, რომელშიც პარტიის გაუქმება იყო მოთხოვნილი.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)