|
2016-08-16 17:01:34, 1081 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა ხუციშვილი: პარლამენტი მაჟორიტარების დაპირებების შეჯიბრად არ უნდა გადაიქცეს, ეს საკანონმდებლო ორგანოა
პარტია „ქართულ ოცნების“ წევრის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, მაჟრიტარების დაპირებების თემა შეჯიბრის საგნად იქცა და ასფალტის დასაგებად სპეციალური სამსახურები არსებობენ, ხოლო პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ხუციშვილმა განუცხადა, ის ამომრჩეველს ერთ რამეს პირდება, ქვეყანას რწმენითა და სიყვარულით ემსახურება. „დაპირებების თემა თითქოს შეჯიბრის საგნად იქცა. მე ჩემს ამომრჩეველს ერთ რამეს ვპირდები - გამარჯვების შემთხვევაში გარანტიას ვიძლევი, რომ ჩემს ქვეყანას რწმენით და სიყვარულით ვემსახურები. რაც შეეხება უბნების მიხედვით გაცემულ დაპირებებს - ზოგიერთს პროგრამაში უწერია ხალხის დასაქმება. პარლამენტი თუ მაჟორიტარების შეჯიბრად გადაიქცა ვინ დააგებს ასფალტს და ვინ შუქნიშნების დამონტაჟებას ეს არ იქნება სწორი, ამისთვის სპეციალური სამსახურები არსებობს. რა თქმა უნდა, თითოეული უბნის სატკივარი ყველა მაჟორიტარმა პარლამენტამდე უნდა მიიტანოს, მაგრამ ეს თბილისის უბნების პრობლემები ერთმანეთს გავს და ეს საერთო სატკივარია. ვპირდები ამომრჩეველს, რომ ვიქნები პრინციპული და ხელს შევუწყობ ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ წინსვლას. ვითანამშრომლებ ყველა იმ პროგრესულ ძალასთან ვისაც ამოომრჩეველი ნდობას გამოუცხადებს. ახლა რომ დავიწყო საუბარი, რომ ამა თუ იმ ადგილას გზას დავაგებ, ეს იქნება არასერიოზული საუბარი, რის გაკეთებასაც არ ვაპირებ“, - აცხადებს ხუციშვილი. „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკუთარი პარტიის სხვა წევრებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ვინმე წინა ხელისუფლებების დროს იყო ხელისუფლებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ამ კადრებზე უარი უნდა თქვას ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. „მე ნაპოლეონის გამონათქვამს შეგახსენებთ, რომელიც მან ტალეირანს უთხრა - მძულხარ, მაგრამ მჭირდებიო. ტალეირანი სამ მთავრობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. პოლიტიკოსების ნაწილი მსოფლხედველობას იცვლის, ნაწილი თავის თავში პოულობს ძალას, რომ ითანამშრომლოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალასთან. როდესაც საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას დოკუმენტებს ყველა პარტია ერთდროულად აწერს ხელს. მე პირადად ჩემი პარტიის ყველა წევრს არ ვიცნობ და საინტერესო იქნება მათთან საუბარი თუ რას ფიქრობენ ისინი სხვადასვა საკითხებზე. საქართველო დიდი ქვეყანა არაა. ადამიანები, რომლებიც შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში ამ სისტემების სჯეროდათ და უნდა შევეგუოთ განსხვავებულ აზრსაც“, - აცხადებს ხუციშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაცია გაიმართა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)