|
2016-08-16 14:50:01, 907 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: როდესაც პოლიტიკაზეა საუბარი, ადამიანები სოციალობის მიხედვით არ უნდა დავყოთ
„სპორტის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი წინა პარლამენტში, ქვეყნის წინაშე უაღრესად დამსახურებული ადამიანები არიან“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ საუბრისას განაცხადა. „არაერთხელ უსახელებიათ, გაუტანიათ საქართველოს სახელი შორს. არაერთხელ იყვნენ ბრძოლის წინა რიგებში დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ რეჟიმთან ძალიან კარგად, მაგრამ არ შეურიგდნენ იმ უკანონობას რომელიც სუფევდა და დადგენნ ბრძოლის წინა რიგებში”,-განაცხადა სუბარმა. მისივე განმარტებით, იგივეს თქმა შეუძლია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ თბილისის მაჟორატარ კანდიდატებზე, რომელთა ნაწილი ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენელია: „ჯერ კიდევ 2006 წლიდან, მაგალითად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობი ყაველაშვილთან, რომელიც ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, ვინც ამხელდა სააკაშვილის რეჟიმს და ადამიანის უფლბების დარღვევას რომელიც იყო, ან ბიძინა გეგიძე, რომელიც აქტიურად იყო პოლიტიკაში, ხაბარელი, რომელიც ასევე ძალიან აქტირუად იყო ბრძოლის წინა ხაზზე.ასე რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი გაუკეთებიათ და კიდევ ბევრს გააკეთებენ ქვეყნისთვის. არ უნდა დავყოთ ისინი სოციალობის მიხედვით. როდესაც პოლიტიკაზეა საუბარი, ადამიანები იყოფა მათი პოლიტიკური პოზიციის მიხედვით”,-განაცხადა სოზარ სუბარმა. კითხვაზე- თქვენ რატომ არ იყავით წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად, სუბარმა ასე უპასუხა: „ ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ძალიან დიდი პატივია, იყო პარლამენტის წევრი, იყო მთავრობის წევრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და დამფუძნებელი და სადაც ჩათვლის პარტია საჭიროდ, იქ ვიქნები. შემიძლიოა ვთქვა, რომ რაღაცები გამიკეთებია და მომავალშიც გავაკეთებ. სადაც არ უნდა ვიყო, პოლიტიკაში, თუ მის გარეთ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)