21:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 14:32:04, 772 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: რამდენიმე მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად 80-იან წლებში რაგბის ვთამაშობდი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან რამდენიმეს პირადად იცნობს.

სერგეენკო დარწმუნებულია, რომ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებენ: „გუშინ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებიდან, მე რამოდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ სხვადასხვა სფეროებიდან. რამდენიმე მათგანთან ერთად ოთხმოციან წლებში რაგბის ვთამაშობდი. მარიამ ჯაში ჩემი მოადგილე იყო წლების განმავლობაში და სხვათაშორის მისი დამსახურებაა ძალიან ბევრი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ასევე c ჰეპატიტის პროგრამის საწყის ეტაპზე მოლაპარაკებები. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობ და შემიძლია მხარში ამოვუდგე მათ. ისინი ნამდვილად სასარგებლო იქნებიან ქვეყნისათვის”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას, რომ წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობა სპორტსმენია, სერგეენკომ ასე უპასუხა: „კრიტიკა მრავალგვარი არსებობს და ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრნაირი კრიტიკა მომისმენია, მათ შორის ე.წ. ნეგატოფილებისგან, რომლებისთვისაც რომ მეთქვა, რომ ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი 75 არის, ბრალს დამდებდნენ წინასაარჩევნო მოსყიდვებში, ასე რომ, მე ვცდილობ ყურადღება არ გავამახვილო ასეთ რაღაცებზე”,-აღნიშნა სერგეენკომ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics