16:11 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 14:25:15, 923 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: ნარკოტიკების მომხარებასთან დაკავშირებით, ლიბერალიზაცია უკვე მოხდა, თუმცა ამას არ აღიარებენ

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, დეკრიმინალიზაცია, ლიბერალიზაცია უკვე მოხდა, თუმცა ამას არ აღიარებენ.

 სუბარის თქმით, დღეს ნარკოპოლიტიკა გაცილებით ლიბერალურია კანონმდებლობის დონეზეც, მაგრამ განსაკუთრებით-პრაქტიკაში.

„არაერთი ადამიანი მინახავს ციხეებში, სახალხო დამცველი ვიყავი და დავდიოდი, რომელსაც მცირე რაოდენობის ნარკოტიკის აღმოჩენის გამო, პრაქტიკულად მომხმარებლებს ჰქონდათ მისჯილი 18, 20, 25 წელიც ხშირ შემთხვევაში, 15 წელი. დღეს პოლიტიკა აბსოლუტურად შეცვლილია, დღეს პოლიტიკა გაცილებით ლიბერალურია კანონმდებლობის დონეზეც, მაგრამ განსაკუთრებით პრაქტიკის დონეზე“,-განაცხადა საზარ სუბარმა. სუბარი მარიხუანის სრულ დეკრიმინალიზაციას არ ეთანხმება: „უნდა მოხდეს თუ არა სრული დეკრიმინალიზაცია, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა 90იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად ხელისულფება არ არსებობდა. სოფლებში, სადაც მოჰყავდათ მარიხუანა, არ დარჩა არც ერთი ახალგაზრდა, რომელიც არ გახდა აქტიური მომხმარებელი. მსუბუქი ბრჭყალებშია, ეს არამგონია, კარგი იყოს ამ ადამიანებისთვის, რომ ის შემდგომში არ გახდეს სხვა ნარკოტიკებზე დამოკიდებული. მე რაც ვნახე, ის იყო გაცილებით უარესი“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics