|
2016-08-15 15:49:19, 921 ნახვა
საზოგადოება
კანდელაკის N8 კორპუსში სართულშუა ნაპრალების ამოვსება დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ კანდელაკის N8-ბ კორპუსში სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტი დააფინანსა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, კორპუსი ორსადარბაზოიანია და ნაპრალების რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა, რისთვისაც გამგეობამ 35,429 ლარი გამოყო. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გაიოზ ვასაძემ, ლუკა კანკავამ და თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსმა ვლადიმერ კაპანაძემ დაათვალიერა. „პროექტის დაფინანსების მოთხოვნით, კანდელაკის N8ბ კორპუსის ამხანაგობამ გამგეობას რამდენიმე თვის წინ მიმართა. ადგილობრივები წუხდნენ, რომ სართულებს შორის არსებული ნაპრალების გამო, ნალექიანი ამინდისას, ბინებში წყალი შედიოდა, რაც დროთა განმავლობაში შენობის მდგრადობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა. ნაპრალების დროული რეაბილიტაცია კი კორპუსს,ავარიულობისაგან დაიცავს,“ - განმარტავს გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)