|
2016-08-15 09:36:50, 1341 ნახვა
ეკონომიკა
,,სტარტაპ საქართველოს' მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ტრენინგები იწყება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს, 12.00 საათზე, ოქროყანაში, ტექნოპარკს ეწვევა, სადაც ,,სტარტაპ საქართველოს'' მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ტრენინგები იწყება. მაღალკვალიფიციური 5 ტრენერი „სილიკონ ველიდან" ქართველ სტარტაპებს მოამზადებს იმისთვის, რომ მათ სრულყოფილად შეძლონ საკუთარი ბიზნესიდეისა და პრეზენტაციების წარდგენა უკვე სილიკონ ველის ექსპერტები ,,სტარტაპ საქართველოს'' ფინალისტებს დაეხმარებიან პროექტების სტრუქტურის დახვეწაში, ასევე მოამზადებენ გუნდებს ფიჩინგსა და პრეზენტაციებში. შეგახსენებთ, რომ პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო" საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)