|
2016-08-13 16:50:29, 1114 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიხსნა
დღეს, ბათუმის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ გახსნეს. ფესტივალი მიზნად ისახავს, აჭარის, როგორც მეფუტკრეობაში წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას. თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 24 მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან. ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა. ფესტივალი მოიცავს გასართობ ღონისძიებებს, ცოცხალ მუსიკას, კონკურსებს, მასტერკლასებს, სადაც ვიზიტორებს თავად შეეძლებათ მონაწილეობის მიიღება. ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)