|
2016-08-12 22:42:20, 1485 ნახვა
სამართალი
პოლიციელი, რომელიც თვითმკვლელობამდე ახალგაზრდამ ახსენა, თანამდებობიდან გათავისუფლდა
პოლიციელმა, რომელიც სავარაუდოდ დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამტრედიელ ახალგაზრდას, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. “პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პოზიცია, რომელსაც იკავებდა, და იმყოფება კადრების განკარგულბაში გამოძიების დასრულებამდე”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს. გამოძიებას კი საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. პროკურატურის ცნობით, შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 8 აგვისტოს დაიწყეს გამოძიება დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი]. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები – დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 8 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)