|
2016-08-12 10:57:15, 1441 ნახვა
სამართალი
"ეროვნული ფორუმის" წევრის თამარ ციხისელის სახლი გატეხეს - პარტიაში პოლიტიკურ საფუძველს არ გამორიცხავენ
"ეროვნული ფორუმის" წევრის, მე-17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა არის წაღებული, ან რას ეძებდნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება: "დაახლოებით შვიდის 15 წუთზე დაბრუნდა ქალბატონი თამარი სახლში. კარი დახვდა გახსნილი. ყველაფერი ეყარა იატაკზე. რა არის წაღებული, რას ეძებდნენ, რასთან გვქონდა საქმე, არვიცით. მთელი ღამე იმუშავეს გამომძიებლებმა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა. დანარჩენი დეტალები უცნობია",-განაცხადა ანი მიროტაძემ. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ორი დღის წინ, პარტიის ოფისის კარიც გატეხეს, თუმცა არაფერი წაუღიათ. მიროტაძის განმარტებით, წაშლილი დახვდათ ყველა ინფორმაცია კომპიუტერებიდან, დოკუმენტები იატაკზე ეყარა და მონიტორები ჩამოხსნილი იყო. ანი მიროტაძე აღნიშნულ შემთხვევებს შორის კავშირს არ გამორიცხავს. მიროტაძე ასევე ეჭვობს, რომ მომხდარი, შესაძლოა, პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდეს: "თამარ ციხისელი ამავდროუალდ არის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი მე-17 საარჩევნო ოლქში.არვიცი, უკავშირდება თუ არა ეს მის პოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ უკვე ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება უკავშირდებოდეს და ამ ორივე ფაქტს შორის იყოს კავშირი და შესაძლოა, ამას ჰქონდეს პოლიტიკური საფუძველი",-აღნიშნა ანი მიროტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)