|
2016-08-11 14:19:50, 766 ნახვა
საზოგადოება
შემოდგომაზე კრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება
შემოდგომაზე, კრწანისის რაიონში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის #21, 900 კვ.მ მიწის ფართზე ორსართულიანი არასტანდარტული შენობის მშენებლობა უკვე დასრულდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ფასადის შეღებვა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ობიექტი მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, დაათვალიერა. ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 6 ჯგუფი შეიქმნება, მთლიანობაში კი, 250-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. ბაღში 40 -მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. „სრულდება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობა და ფასადის შეღებვაა დარჩენილი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მივეცი დავალება, უკვე დაიწყონ შენობაში ავეჯისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეტანა. დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს. ამის გარდა, სექტემბერში კიდევ ორი ახალი ბაღი გაიხსნება. ასე რომ, ამ სასწავლო წლიდან, ჯამში, 1 000-მდე ბავშვს მივიღებთ სკოლამდე სასწავლო დაწესებულებაში. ახალი პროექტების მიხედვით აშენებული ყველა ბაღი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამასთან, კვება, შენობაში არსებული სივრცისა და გასართობი კუთხის მოცულობა ზედმიწევნით აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. გარდა ამისა, წელს კიდევ რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა იწყება, სპეციალურად მომზადდა ენერგოეფექტური პროექტები, რათა მომავალში ელექტროენერგიისა და სხვა სახის ხარჯები მნიშვნელოვნად შევამციროთ. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდით. ნელ-ნელა ვუახლოვდებით წერტილს, როცა არც ერთი ბავშვი არ დარჩება ბაღის გარეშე “, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)