|
2016-08-11 13:44:11, 855 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან ექიმებს რეცეპტის ელექტრონულად გაცემის საშუალება ექნებათ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო. დღეიდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელექტრონული რეცეპტი ცენტრალიზებული სისტემაა, რომელსაც ყველა ექიმი, პაციენტი და სააფთიაქო დაწესებულება გამოიყენებს. '''ყველა სამედიცინო ჩანაწერი ანუ მთლიანად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ელექტრონულ სისტემაზე გადავა. ძირითადი მინაცემები შემდეგია: რას ნიშნავს ელექტრონული რეცეპტი? რა პლიუსები აქვს? პირველი ის, რომ მოიხსნება ქაღალდის საჭიროება. პაციენტს ვიზიტის დროს, შეეძლება მხოლოდ სახელით და გვარით, პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება. ექიმს სრული წვდომა ექნება პაციენტის ინფორმაციაზე. აფთიაქებს, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა. პაციენტი, როდესაც მივა აფთიაქში არ იქნება საჭირო რეცეპტის ტარება. ეს ძალიან კომფორტული და ოპერატიულია. ექიმების გაუგებარი ხელით ჩანაწერი, როდესაც გამოცდილ ფარმაცევტს უჭირდა მედიკამენტის სახელის გარჩევა, მთლიანად განულდება ეს პრობლემა. ასევე წამლის შერჩევა დოზირება იქნება მთლიანად ბაზაზე, მედიკამენტების დოზირებაში პრაქტიკულად შეცდომა გამოირიცხა. ეს იქნება ხარისხის კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხის კონტროლი. დარეგისტრირება მარტივია, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია ვიდეო ინსტრუქცია თუ როგორ დარეგისტრირდეთ. ელექტრონული რეცეპტების შემდგომ მთლიანად სამედიცინო ისტორია, სრული კვლევები, მათ შორის ვუზუალიზაცია და რადიოლიგიური კვლევები გადავა ელექტრონულზე'', - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)