|
2016-08-11 10:59:11, 730 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა. „გვიან საღამოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარდინისა და დიარბაქირის პროვინციებში მოხდა მორიგი აფეთქებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში. საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში“,-ნათქვამია განცხადებაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)