|
2016-08-10 17:19:06, 975 ნახვა
საზოგადოება
გააზიარეთ წარმატება და მიიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოება 2016-ში
„ბიზნესდაჯილდოება 2016“-ში მონაწილეთა რეგისტრაციისთვის 5 დღე რჩება. "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივ პროექტს უკვე შეუერთდა 500-მდე კომპანია - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ შემდეგ ნომინაციებში:
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეთა განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა ნომინაციაში „წლის მცირე ბიზნესი“, სადაც ყველაზე მეტი განაცხადია შემოსული. ამ ტიტულის მოსაპოვებლად მარათონში ჩაერთო კომპანია „ჯონ ვრეპი“ , რომელიც მომხმარებელს საჩუქრების ორიგინალური და კრეატიული შეფუთვის სერვისს სთავაზობს. "აჩუქე მთელი გულით!" - ეს „ჯონ ვრეპის“ სლოგანია, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ საჩუქრის ღირებულება ასმაგდება, როდესაც ის ლამაზად არის შეფუთული. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, თბილისში არ არსებობდა მსგავსი მომსახურება და მუდმივად საჩუქრის შეფუთვის პრობლემას აწყდებოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თავად შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის ეს სერვისი. „ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა გადავწყვიტეთ "ჯონ ვრეპის" წარმატების ამბის გასაზიარებლად. ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე პირველია, ვინც საჩუქრების შეფუთვა ცალკე პროდუქტის კატეგორიად, ცალკე ბიზნესად აქცია, ხოლო ამ პროდუქტის წარმომადგენელი პერსონაჟი, "ჯონ ვრეპი" - ბრენდად. ჩვენმა გამოჩენამ ბაზარზე იგივე სფეროში რამდენიმე მცირე ბიზნესის წამოწყებას მისცა ბიძგი. ჩვენ გვჯერა, რომ საჩუქრის ჩუქება რიტუალია, რომელშიც შეფუთვა უდიდეს როლს თამაშობს. თუკი საჩუქარი "მთელი გულით" არის მირთმეული, ის აუცილებლად იქნება ლამაზ, საგანგებოდ შერჩეულ ქაღალდში შეფუთული,“ - ამბობს თაკო სულაქველიძე, "ჯონ ვრეპის" ერთერთი დამფუძნებელი. ხალხის რჩეულის ტიტულის მოპოვებას ეცდება გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ , რომელიც ჯერ 2 წლისაც არ არის და მის ანგარიშზე 80-მდე გამოცემული წიგნი და ახალი სერიებია. ამ გამომცემლობის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ მათი წარმატების ერთერთი მიზეზი ქართულ საგამომცმელო ბაზარზე არსებული აუთვილებელი ნიშის შევსებაა. გამომცემლობის პირველი მთავარი ხაზი ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა აღმოჩნდა. წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, „წიგნები ბათუმში“ მკითხველთან მუდმივ კომუნიკაციას ასახელებს. „ჩვენი წიგნები უკვე ძალიან ბევრ მკითხველს უყვარს, მაგრამ გვინდა, კიდევ უფრო მეტს შეუყვარდეს. ამ დაჯილდოებაში მონაწილეობა შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი გამომცემლობის შესახებ. წიგნები ბათუმში - წიგნები ყველგან!“ - ამბობს მარი კორინთელი, გამომცემლობის თანადამფუძნებელი.
„ბიზნესდაჯილდოება 2016“ - ში გამარჯვებულები ნოემბერში გამოვლინდება, მანამდე ფინალისტებს სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს კვალიფიციური ექსპერტებისგან იქნება დაკომპლექტებული. ფინალისტების მარკეტინგულ მხარდაჭერას თიბისი ბანკი და ჯეოსელი უზრუნველყოფენ. „ბიზნესდაჯილდოება 2016“ ყველაზე მასშტაბური დაჯილდოებაა, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; მეორეს მხრივ კი სხვებს მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები, გააზიარონ წარმატება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
(R)
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)